- რატომ უნდა დავრეგისტრირდე?
- როგორ უნდა გავიაროთ რეგისტრაცია?
- რომელი ველებია ყველასთვის სავალდებულო?
- შეუძლია თუ არა მოსწავლეს მასალების გამოწერა?
- არის თუ არა პაროლზე რაიმე განსაკუთრებული შეზღუდვები?
- როგორ უნდა გავააქტიურო ანგარიში?
- როგორ აღვადგინო პაროლი?
- შესაძლებელია თუ არა მობილური ტელეფონის მეშვეობით საიტზე რეგისტრაცია?
- რა არის ჩემი პროფილი?
- რა უნდა გამოჩნდეს მასწავლებლის ჯგუფის პროფილში?
- რა უნდა გამოჩნდეს მოსწავლის და ზოგადი მომხმარებლის ჯგუფის პროფილში?
- რა უნდა გამოჩნდეს მოსწავლის ჯგუფის პროფილში?
- ვის შეუძლია ოლიმპიადაში მონაწილეობა?
თუ მოსწავლე ხარ საიტზე დარეგისტრირების შემთხვევაში:
1. მუდმივი წვდომა გექნება განახლებად სამოქალაქო განათლების ონლაინ სახელმძღვანელოზე
2. ისარგებლებ თემატურად დალაგებული საინტერესო წყაროებით
3. შეძლებ შეამოწმო საკუთარი ცოდნა სავარჯიშოების საშუალებით
4. შეძლებ მიიღო მონაწილოება ყოველწლიურ სრულიად უფასო ოლიმპიადაში და მოიგო პერსონალური კომპიუტერი
5. შეძლებ მიიღო ინფორმაცია სხვადასხვა საინტერესო კონკურსებისა და პროექტების შესახებ
6. თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით სამოქალაქო განათლების სწავლის პროცესი უფრო საინტერესო და სახალისო გახდება
თუ მასწავლებელი ხარ საიტზე დარეგისტრირების შემთხვევაში:
1. მუდმივი წვდომა გექნება განახლებად სამოქალაქო განათლების ონლაინ სახელმძღვანელოზე
2. ისარგებლებ თემატურად დალაგებული საინტერესო წყაროებით
3. მუდმივი წვდომა გექნება განახლებად სასწავლო რესურსებზე, კერძოდ, სარეკომენდაციო
სცენარებზე, ლიტერატურაზე, ონლაინ ლექციებსა და ფილმებზე ადამიანის უფლებების შესახებ და სხვა.
4. ნახავ რომელი მოსწავლე არის რეგისრტირებულები საიტზე და სწავლობს საგანს
თუ არც მოსწავლე ხარ და არც მასწავლებელი, მაგრამ გაინტერესებს სამოქალაქო განათლება, საიტზე დარეგისტრირების შემთხვევაში, შეძლებ გაიღრმავო ცოდნა შენთვის საინტერესო საკითხებზე.
საიტზე რეგისტრაცია ღიაა ნებისმიერი მომხმარებლისთვის. მომხმარებელმა სამი არსებული ჯგუფიდან უნდა აირჩიოს ერთ-ერთი: მოსწავლე, მასწავლებელი, ზოგადი მომხმარებელი. რეგისტრაციის მეორე ეტაპზე (ჯგუფის არჩევის შემდეგ) თქვენ დაინახვათ პროფილის ველების სრულ ჩამონათვალს. სხვადასხვა ჯგუფისთვის არსებობს ველებისა და მათი სავალადებულოობის განსხვავებული კომბინაციები.
სამივე ჯგუფისთვის სავალდებულო ველებია: ელ ფოსტა, პაროლი, სახელი და გვარი
მასალების გამოწერა შეუძლია მხოლოდ მასწავლებელს.
პაროლზე განსაკუთრებული შეზღუდვები ან ლიმიტები არ მოქმედებს, შეგიძლიათ დაიყენოთ ნებისმიერი სირთულის პაროლი, მინიმუმ 4 სიმბოლოს სიგრძის.
რეგისტრაციის დასრულებისას, ანგარიში ავტომატურად გააქტიურდება და თქვენს პროფილზე მოვა შეტყობინება ამის თაობაზე.
დავიწყებული პაროლის აღდგენა შესაძლებელია რეგისტრაციისას მითითებული ელფოსტის შეყვანით. ამის შემდეგ, ელფოსტაზე იგზავნება წერილი პაროლის განახლების დროებითი ბმულით, სადაც მომხმარებელს შეუძლია ახალი პაროლის შეყვანა.
საიტზე რეგისტრაცია და შემდგომში მისი გამოყენება შესაძლებელია მობილური ტელეფონის მეშვეობით
რეგისტრირებულ მომხმარებელს საიტზე აქვს საკუთარი პროფილი სპეციალური განყოფილებებით.
მასწავლებელთა ჯგუფის პროფილში უნდა გამოჩნდეს იმ მოსწავლეთა სია, ვინც მიმდინარე მასწავლებელი მონიშნა საკუთარ მასწავლებლად პროფილში. სია არის სტატიკური, სახელების და გვარების ჩამონათვალი, დაჯგუფებული სკოლის და კლასის მიხედვით. ასევე ჩანიშნულ მასალებს სასწავლო მასალებიდან, რომელიც მასწავლებელმა ჩაინიშნა შესანახად.
მოსწავლი და ზოგადი მომხმარებლი პროფილში ხედავს საკუთარ პროგრესს, რომელიც გულისხმობს გავლილი გაკვეთილების და შესრულებული გაკვეთილების სტატუსების მაჩვენებლების ვიზუალიზაციას — რომელი გაკვეთილია დასრულებული, რომელი გაკვეთილების ტესტებია ნაპასუხები, ა.შ.
მოსწავლე საკუთარ პროფილში ხედავს ასევე ოლიმპიადის სტატუსის გვერდს, სადაც ჩანს მიმდინარე ინფორმაცია ოლიმპიადის შესახებ — ჩართულია თუ არა მომხმარებელი ოლიმპიადაში ან, დასრულებისას, რომელ ადგილზეა იგი ყველა მომხმარებელს შორის.
ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია საიტზე რეგისტრირებულ მოსწავლეს, რომელიც სპეციალურ ღილაკზე დაჭერით დააფიქსირებს ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილს.